სს „ქართული ფილმის“ 1988 წლის ფილმი. რეჟისორი ოთარ კობერიძე.
istoria
ფილმს საფუძვლად უდევს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვის" ტრაგედია, მისი კაპიტნის - ანატოლი კაჭარავასა და ეკიპაჟის გმირობა. 1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელს ჩრდილოეთის მიწაზე, ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა. კარის ზღვაში კი გერმანელების მრისხანე კრეისერს - „ადმირალ შეერს“ შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს. ეს უკანასკნელი კი მათ არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს. ამით მან უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა - გემები სამშვიდობოს გავიდნენ. გემი „ალექსანდრე სიბირიაკოვი“ კი ჩაიძირა. მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა.
siuJeti
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის ზღვის რაიონში საბჭოთა ყინულმჭრელის შეტაკება გერმანელ ფაშისტთა საბრძოლო კრეისერთან ქართველი კაპიტნის გამჭრიახობის წყალობით მტრის სრული განადგურებით დასრულდა.
rolebSi
- გიორგი (გია) ბურჯანაძე - ყინულმჭრელის კაპიტანი
- ალბერტ ფილოზოვი - კონრად ბიუხნერი
- ვიქტორ პავლოვი - უფროსი მექანიკოსი
- გენო წულაია - კომიკოსი
- რუსუდან კიკნაძე - თარჯიმანი
- ნატო წულაია - ლოტა (ბარონესა)
- რუდოლფ ჩელიშჩევი - უფროსი დამხმარე
- ანდრეი აფონკო - იური, იუნგა
- ტატიანა გოვოროვა - ტასია, კოკი
- ვალერი კრავჩენკო - ვარგინი
- პავლე რემეზოვი -
- ტატიანა გონჩაროვა - იურის დედა
- ვიაჩესლავ ცოი - მიძუკი
- ია ნინიძე - მოცეკვავე
- ოთარ კობერიძე - ბიუხნერის მსახური
- ანდრეი შეპოჩკინი - ზიქსი
- ალექსანდრე კავალეროვი - გრაბოვსკი, ბიუხნერის ადიუტანტი
- ბადრი კობახიძე - ერიხ რედერი
- იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი
- გენადი ნილოვი - სერგეი, დაზვერვის უფროსი
- გივი თოხაძე - თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი
|